Tuesday, May 5, 2015

სიყვარული ძალა არის, მადლი რაღაც სხვაო
მზე ჩადის და მზე ამოდის, დედამიწა დგასო
ასაკს არვის ეკითხება, ტრფობის ალი გწვავსო
სულში ყვავილს ასაზრდოებს მძაფრი სუნი აქვსო

დღე მაისობს, გული ხარობს, თავში პეპელები გყავსო
ქარი არწევს და ატოკებს წითელ ნეკერჩხალსო
წვიმა მოდის, ბავშვი ტირის, ბედნიერი ხარო
სულის ცეკვა, შენში რაღაც გიჟურ როკვას გავსო

ბრძენს სიშლეგეს გადაკიდებს, ეჭიდება მთასო
ბოროტს აკეთილშობილებს სიყვარულის გზაო
სიყვარული ძალა არის, მადლი რაღაც სხვაო
ქარი არწევს და ატოკებს წითელ ნეკერჩხალსო